ყველასათვის საყვარელი სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" მთავარი გმირი სარა ჯესიკა პარკერი Intimissimi-ს ახალ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს. ფოტოსესიის კადრებში მყოფ მსახიობს ფონად ნიუ-იორკის არქიტექტურული სიმბოლო Empire State Building აქვს, რომელიც ავტომატურად Sex and The City-სთან ასოცირდება.
რეკლამისთვის განკუთვნილ ფოტოებში მსახიობი აბრეშუმის ღამის პერანგსა და ბრენდის თეთრეულში პოზირებს.
Intimissimi-ს არაჩვეულებრივი ღამის პერანგის გამოცვლა დილაობით არ დაგჭირდებათ, თქვენ შეგიძიათ მთელი დღე ქუჩაშიც იაროთ მათში"-წერს მსახიობი Instagram-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე.
სარა ჯესიკა პარკერი Intimissimi-ის სარეკლამო კამპანიაში პირველად არ იღებს მონაწილეობას, ის ბრენდის 2018/19 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციისთვის განკუთვნილ სარეკლამო რგოლში გასული წლის სექტემბერში გადაიღეს.