ჰოლივუდში არიან ადამიანები, რომელთა შესახებაც მათ მიერ შესრულებული როლების გარდა, ბევრს ვერაფერს გავიხსნებთ, თუმცა მათ რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება კიანუ რივზი, რომელიც გამორჩეული თავმდაბლობითა და კაცთმოყვარე ბუნებით, შეიძლება ითქვას, ყველაზე განსხვავებული ფიგურაა თანამედროვე შოუბიზნესში.
54 წლის კანადელი მსახიობი იშვიათად ჩნდება პრესის ფურცლებზე და არც მუდმივი ყურადღების ცენტრში ყოფნისკენ მიილტვის, თუმცა ამჯერად მან ტრადიციას უღალატა და GQ-ს ახალი გამოცემისთვის იპოზიორა.
ოფიციალურ კადრებში ჩანს, რომ მსახიობი იდეალურ ფორმაშია და შავ-თეთრში გადაწყვეტილი ფოტოსესია მის ხასიათსა და მამაკაცურობას კიდევ უფრო გამოკვეთს.
რივზმა სხვადასხვა ბრენდის სამოსი მოირგო და ფაქტია, რომ კლასიკური სტილი რომლითაც თუ საქმე წითელ ხალიჩას არ ეხება, რივზს იშვიათად თუ ვიხილავთ, მას განსაკუთრებულად უხდება.