კალიფორნიაში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ფესტივალი Coachella დაიწყო, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ადამიანი ესწრება. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ბრენდმა Yves Saint Laurent-მა საკმაოდ მოულოდნელი კამპანია წამოიწყო. კალიფორნიის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე YSL Beauté გახსნა, რომელიც სტუმრებს ფესტივალზე წასვლამდე თავის მოვლის საშუალებებით გაანებივრებს, კერძოდ მათ შეეძლებათ მაკიაჟის გაკეთება, იმისთვის რომ კარგად გამოიყურებოდნენ.
ახალი კამპანიის სახე წარმატებული მოდელი კაია გერბერია. გოგონამ ბენზინგასამართ სადგურზე იპოზიორა და თემატური ფოტოები გადაიღო. კაიამ Casual სტილის ჩაცმულობა შეარჩია, მან ჯინსის შარვალი, თეთრი მაისური და ტყავის ქურთუკი მოირგო.
ფოტოსესიისთვის კაიას YSL-ის პარფიუმერული საშუალებებით სადა, თუმცა დახვეწილი მაკიაჟი გაუკეთეს.