ქეთა თოფურია, მიუხედავად მილიონობით გულშემატკივრისა, ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტიც. მომღერალი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია და ამჯერად უარყოფითი კომენტარები მის კიდევ ერთ კადრს მოჰყვა.
ვარსკვლავმა შვილთან - ოლივიასთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა და დედა-შვილის იდილიამ ვერ გადაფარა ქურთუკი, რომლის გამოც მომღერალი უამრავმა ადამიანმა გააკრიტიკა.
როგორც ხედავთ, ქურთუკს ამერიკის დროშა ამშვენებს და გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, "როგორც ყოველთვის, ფულს აქ გამოიმუშავებენ და მაინც ამერიკისკენ მიილტვიან"- დაწერა ერთ-ერთმა გამომწერმა.
თუმცა ქეთა იმ ადამიანთა რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება, რომლებიც კრიტიკას პირად ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის საშუალებას აძლევენ, პირიქით, ის კვლავ აქტიურად აქვეყნებს უახლეს კადრებს და გვიზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას.