თაკო ნაცვლიშვილი თამამად შეიძლება ითქვას რომ დღეს ქართული მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. გოგონა, რომელიც ხშირად მოგზაურობს და უკვე უამრავ ცნობილ ბრენდთანაც ითანამშრომლა, სტილის იდეალური შეგრძნებით ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოირჩევა და გაზაფხულის სეზონისთვისაც განსაკუთრებული გარდერობით გვამახსოვრებს თავს. თვალი გადავავლოთ რა არის ცნობილი მოდელის ჩაცმულობაში ისეთი, რაც შეიძლება სხვა გოგონებისთვისაც გახდეს შთაგონების წყარო.
მოდელი კლასიკური სამოსის მოყვარულია, შესაბამისად, არავის უკვირს რომ კრემისფერი მოსაცმელი მისი საყვარელი სამოსია გაზაფხულის სეზონისთვის და მას ვიწრო შარვალს, სვიტერსა თუ თეთრ პერანგს იდეალურად უხამებს.
თაკო დედასთან - ნინო ცქიტიშვილთან ერთად
მოდური გოგონა არც სპორტულ სტილზე ამბობს უარს და სპორტული ქუდით, კლასიკური მოსაცმელითა და სპორტულივე ფეხსაცმლით იდეალურად უხამებს ორ განსხვავებულ სტილს.
რაც შეეხება ფერებს, თაკოს ვიზუალიდან გამომდინარე ვარდისფერი ფერი მისთვის ნამდვილად შესაფერისია და თავისუფალ ჯინსზე მსგავსი პიჟაკები გაზაფხულის ლამაზ დღეებს ნებისმიერ ქალბატონს გაუხალისებს.
აღსანიშნავია, რომ ფერები წელსაც მთავარი ტრენდია და მოდური ქალბატონები ხშირად სხვადასხვა ტონალობაში გადაწყვეტილ შარვლებსაც მიმართავენ.
არ დაგვავივწყდეს პერანგები სხვადასხვა პრინტით, რომლითაც თაკო უკვე იწონებს თავს.
წელს აქტუალობას არც კოვბოის სტილის ქურთუკები და ფეხსაცმელი კარგავს, რასაც შემდეგი ფოტოებიც მოწმობს.
დაბოლოს, ყველა დაგვეთანხმება რომ კლასიკური პერანგი მოდიდან არასდროს გადადის, მისი შეხამება კი თითქმის ყველანაირ სამოსთან არის შესაძლებელი.