ტინა კუნაკი აგრძელებს მსოფლიოს გაოცებას! გოგონა, რომელიც 22 წლის ცოტა ხნის წინ გახდა, ამჯერად Photo-ს ფრანგული გამოცემისთვის პოზირებს და ამაში ხელი ფეხმძიმობასაც არ შეუშლია. მოდელის საკმაოდ თამამი ფოტო ჟურნალის ახალი ნომრის ყდას ამშვენებს.
ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, კუნაკი ორსულობის ბოლო თვეშია და აღნიშნული ფოტოსესია საკმაოდ თამამი ნაბიჯია მისი მხრიდან.
ჯერჯერობით ოფიციალური ფოტოსესია არ საჯაროვდება, თუმცა ფანებმა მაინც მოიპოვეს საკუთარი კუმირის რამდენიმე კადრი.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოც გადაღებიდან.
საერთო ჯამში კი ფოტოებმა გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა, "ის ამ მდგომარეობაშიც სექსუალურია,"-დაწერა ერთ-ერთმა გამომწერმა.