ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პოპულარული და აქტუალური გახდა ონლაინ პლატფორმები, რომელიც მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად სასურველი პროდუქციის მიღებას სთავაზობს. სწორედ ასეთი აპლიკაციაა Phubber, რომელიც გარდა სხვადასხვა ნივთის შეძენისა, ფულის გამომუშავების საშუალებასაც გაძლევთ. Phubber-ს ყველა სხვა ყიდვა-გაყიდვის პლატფორმისგან გამოარჩევს, ის რომ აპლიკაცია გათვლილია ყველა სეგმნტზე და წარმოდგენილია დეპარტამენტები.
OK! Magazine Georgia ესაუბრა Phubber-ის თანადამფუძნებელს ანანო დოლაბერიძეს, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს აპლიკაციის შესახებ.
მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც Depop-ის შესახებ გავიგე და მაშინვე გამიჩნდა მსგავსი აპლიკაციის შექმნის სურვილი, თუმცა სისრულეში 2018 წელს მოვიყვანე, როდესაც ჩემმა მეგობარმა გიორგი ჩუგოშვილმა დამირეკა და მსგავსი პლატფორმის შექმნა შემომთავაზა. სწორედ ასე დავიწყეთ Phubber-ის მობილურ აპლიკაციაზე მუშაობა და უკვე ერთი წელია, რაც აქტიურად ვართ ჩართულები ამ საქმეში.
აპლიკაცია არის ყიდვა-გაყიდვის ფუნქციით, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია, გაყიდოს ან იყიდოს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და თავის მოვლის საშუალებები. ნებისმიერი პროდუქციის შეძენა ღილაკზე თითის ერთი დაჭერითაა შესაძლებელი. გვაქვს უფასო მიტანის სერვისი. გადახდა ხდება ონლაინ მას შემდეგ, რაც პროდუქცია გაივლის ხარისხის კონტროლს, რაც გულისხმობს იმას, რომ ნივთი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს სურათზე მითითებული აღწერილობის რეალურ მდგომარეობას.
Phubber იმიტომ დავარქვით, რომ ეს სიტყვა ტელეფონზე მიჯაჭვულობას ნიშნავს, თითქოს ნეგატიურად ჟღერს, მაგრამ ეს ყველა ჩვენგანის რეალობაა, რადგან დღის დიდ ნაწილს ტელეფონებში ვატარებთ. თვითონ სიტყვა კი ძალიან კარგად ჟღერს.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ ვზოგავთ დროს, გვაქვს ფართო არჩევანი და აპლიკაცია მოიცავს ყველა სეგმენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა გემოვნების ადამიანს შეუძლია აღმოაჩინოს თავისთვის საინტერესო პროდუქცია. ჩვენი აპლიკაციის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ პარალელურად არის სოციალური მედია. შეგიძლია იმ მომხმარებლის გვერდი და ბრენდი გამოიწერო რომელიც შენთვის საინტერესოა და ასე შენს ფიდში არსებულ პროდუქტს თავადვე გააკონტროლებ.
ჩვენი აპლიკაცია განსხვავდება იმით, რომ გვაქვს დეპრტამენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშაა სხვებისგან. გვაქვს 5 დეპარტამენტი. ერთ-ერთია ქართველი დიზაინერების დეპარტამენტი, სადაც წარმოდგენილია ფასდაკლებული სამოსი. გამომდინარე იქიდან, რომ ყველას არ აქვს მათი შეძენის საშუალება, ხოლო მოთხოვნა ძალიან დიდია ქართველი დიზაინერები ამ დეპარტამენტში განათავსებენ ძველ კოლექციებს 70%-იანი ფასდაკლებით, რათა ყველამ შეძლოს მათი შეძენა.
შემდეგი დეპარტამენტია „ვინტაჟი“, რომელიც ძალიან აქტუალურია საზღვარგარეთ. საქართველოში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ბევრი საინტერესო „ვინტაჟ“ მაღაზია გვქონდეს, სწორედ ამიტომ „ვინტაჟი“ არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ გამოავლინო შენი სტილი, ხედვა და გემოვნება. ამ დეპარტამენტში გვყავს საინტერესო ადამიანები, რომლებიც მომხმარებლებს განსხვავებულ და უნიკალურ ნივთებს სთავაზობენ.
ერთ-ერთი დეპარტამენტია „აუთლეტი“, რომლის ფასშიც შეიძენთ ისეთი ბრენდების პროდუქციას, როგორიცაა Banana Republic, GAP, Marks&Spencer, რონიკო და ასე შემდეგ. დეპარტამენტის მიზანია დაზოგოს მათი დრო, ვისაც მაღაზიებში სიარული ეზარება. თუ აქამდე გვიწევდა, მივსულიყავით მაღაზიაში, მოგვეძიებინა სასურველი ნივთი, ახლა აპლიკაციის საშუალებით მარტივად მივიღებთ სასურველ პროდუქციას.
კიდევ ერთი დეპარტამენტია “ Authentic”. ამ დეპარტამენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს აპლიკაციაში, რადგან მომხმარებლებს არ აქვს იმის საშუალება, რომ რეალური ფასები იხადონ ისეთ ბრენდებში როგორიცაა მაგალითად PRADA და აპლიკაციის საშუალებით შესაძლოა სასურველი ნივთი მესამედ-მეოთხედ ფასად შეიძინოთ.
და ბოლო დეპარტამენტია pre-owned ანუ მეორადი ნივთების დეპარტამენტი, სადაც ხვდებიან ის ადამიანები, ვისაც კომპანია ენდობა და არიან ავტორიზებული იუზერები.
ჩვენს აპლიკაციას მალე დაემატება Plus Size ქალბატონებისა და ორსულების ტანსაცმელი, რომელიც ძალიან პრობლემურია. ყოველთვის ვცდილობთ გავაკეთოთ ის რაც გვაკლია საქართველოში მაგალითად კარგი მომსახურება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება მომხმარებლისთვის.
სამომავლოდ იგეგმება ძალიან ბევრი სიახლე, გვინდა, რომ Phubber-მა არა მხოლოდ საქართველო, არამედ მეზობელი ქვეყნებიც მოიცვას და მომხმარებელს თავი საუკეთესო სერვისის შეთავაზებით დაამახსოვროს.