ესპანეთის დედოფალი ლეტიცია არჩევანს ყოველთვის კლასიკური სტილის ჩაცმულობაზე აკეთებს. ამჯერად კი ის სრულიად განსხვავებული ლუქით გამოჩნდა. ლეტიციას ამ სეზონის ყველაზე ტრენდული, ბრენდ Sandro-ს მწვანე კაბა ეცვა.
როგორც ჩანს დედოფალს სერიოზული შეხვედრა არ ჰქონდა და ჩაცმულობაც შესაბამისად შეარჩია. საზოგადოებამ კაბის ბრენდზეც გაამახვილა ყურადღება, რადგან ლეტიცია თითქმის ყოველდღიურად ბრენდ Hugo Boss-ის სამოსს ირჩევს. ხალხი ვარაუდობს, რომ Sandro მისი მორიგი ამოჩემებული ბრენდი გახდება.
რამდენიმე დღის წინ დედოფალი ერთ-ერთ სკოლას ესტუმრა და მისი კაშკაშა ჩაცმულობით კვლავ მიიპყრო ხალხის ყურადღება. ამ შემთხვევაშიც თავისი საყვარელი ბრენდის Hugo Boss-ის უახლესი კოლექციის სამოსი მოირგო.