მოდის ინდუსტრიის ორი მნიშვნელოვანი ფიგურა, 50 წლის დანიელი ფოტოგრაფი ჰელენ კრისტენსენი და 23 წლის ამერიკელი მოდელი ჯიჯი ჰადიდი ჩეხოსლოვაკიური Vogue-ის ყდის შესაქმნელად გაერთიანდნენ. მაისის ნომრის ყდისთვის განკუთვნილი გადაღებები სულ რაღაც 1 დღის წინ დასრულდა, შესაბამისად საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე კადრია, რომლებიც ჯიჯიმ გულშემატკივრებს გაუზიარა.
ჩეხური Vogue-ის ყდა სავსეა გაზაფხულის ფერებითა და განწყობით, რომელსაც მოდელი არაჩვეულებრივად იხდენს. ამ ულამაზეს კადრში ჯიჯი Dries Van Noten-ის ქურთუკსა და Bottega Veneta-ს მოსაცმელში პოზირებს, რომელსაც ფოტოგრაფმა ყვავილების ულამაზესი თაიგული შეუხამა.
მეორე კი აბსტრაქტული ფოტოა, რომელიც პოლაროიდით გადაღებულ კადრს მოგაგონებთ.
უკანასკნელ კადრში კი მოდელი დასავლურ გარემოსა და ჩაცმულობაში პოზირებს. ამ ფოტოსთვის მან ყავისფერი იმიჯი მოიხდინა, რომელსაც ამავე ფერის Tonak-ის ქუდი შეუხამა.
გადაღების დასრულების შემდეგ კი ჯიჯიმ და ჰელენამ ერთობლივი ვიდეო გადაიღეს, რომელშიც ისინი Vogue-ის ახალი ნომრის გამოსვლასა და საზოგადოების აპლოდისმენტებს სულმოუთქმელად ელიან.