ნინი გოგიჩაიშვილი იმ მოდელების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას იშვიათად თუ აძლევენ და მუდმივად სიახლის შექმნის პროცესში არიან. გოგონა, რომელიც "მის საქართველო 2018-ის" ტიტულს ღირსეულად ატარებს, საერთაშორისო კონკურსზე გამგზავრებამდე არ წყვეტს ჩვეულ რეჟიმს და სოციალურ ქსელებში სიახლეებსაც გვიზიარებს.
ნინიმ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ფოტოსესიის კადრები გაგვიზიარა, რომლებშიც ის როგორც ყოველთვის იდეალურად გამოიყურება.
ნინის გადაღებისთვის "სამოსის" ბრენდი მოირგო, მის გარეგნობაზე კი ცნობილმა სტილისტმა - დავით ფუტკარაძემ იზრუნა.
აღსანიშნავია, რომ დავით ფუტკარაძე ხშირად ზრუნავს მოდელის იმიჯზე, რასაც სოციალურ ქსელებში მათ მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიც მოწმობს.