27 წლის მოდელი ემილი რატაკოვსკი გემოვნებიანი ჩაცმულობით საზოგადოების მოხიბვლას ყოველთვის ახერხებს. ის არჩევანს სხვადასხვა სტილის ჩაცმულობაზე აკეთებს, თუმცა მის გარდერობში ძირითადად სპორტული და Casual სტილის ლუქები ჭარბობს.
რამდენიმე დღის წინ მოდელი ნიუ-იორკში ერთ-ერთ წვეულებაზე გამოჩნდა. საღამოსთვის მან სექსუალური, კლასიკური სტილის კაბა მოირგო, რომელსაც იმავე ფერის ჩექმა შეუხამა.
მომდევნო დღეს კი ის ნიუ-იორკის ქუჩებში სპორტული სამოსით გამოჩნდა, მას ჯინსის შარვალი, შავი ტოპი, მამაკაცის პიჯაკი და თეთრი სპორტული ფეხსაცმელი ამშვენებდა. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონზე დიდი ზომის პიჯაკები განსაკუთრებით ტრენდულია, როგორც ჩანს, მოდის ტენდენციებს არც ემილი ჩამორჩა.