ბელა, ჯიჯი, ანვარი და იოლანდა ჰადიდები მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ყველასთვის კარგად ნაცნობი ვარსკვლავური ოჯახია, თუმცა ცოტამ თუ იცის რომ პოპულარულ და-ძმას კიდევ ჰყავს დები, რომელთაგან ერთ-ერთიც ცნობილი ოჯახის წევრების ნაკვალევს მიჰყვება.
ჯიჯი, ანვარ, იოლანდა და ბელა ჰადიდები
საქმე ალანა ჰადიდს ეხება, რომელიც ბელასა და ჯიჯის მამას - მუჰამედ ჰადიდს მერი ბატლერისგან ეყოლა. 33 წლის ქალბატონმა გადაწყვიტა საკუთარი დიზაინერული ნიჭი ფართო ასპარეზზე გამოეჩინა და საკუთარი თავი მსოფლიოსთვის გაეცნო.
ჯიჯი, ალანა და ბელა ჰადიდები მამასთან ერთად
ალანას ტანსაცმლის საკუთარი ხაზი - La Detresse აქვს, რომლისთვისაც მის მიერ ბოლო დროს შექმნილმა ქურთუკმა წარწერით - “famous last name" ყველა აალაპარაკა.
აღსანიშნავია, რომ ბელასა და ჯიჯის ალანასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ და საზოგადოებაშიც ხშირად ჩნდებიან მასთან ერთად.
ალანა ხშირად პერსონალური სტილისტის როლსაც ირგებს დებისთვის, "ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ, ე.წ. დების ჩატი გვაქვს და მათ რჩევებს ხშირად ვუზიარებ. ზოგჯერ მეკითხებიან თუ რომელი სამოსი რომელს უფრო მოუხდება, ამას ალბათ ყველა და აკეთებს, მაგრამ ჩვენთვის ეს განსაკუთრებით სახალისოა" - აღნიშნა სტილისტმა.
ჯიჯი და ალანა ჰადიდები
აღსანიშნავია, რომ ალანას კიდევ ერთი ღვიძლი და ჰყავს - მარიელი, რომელიც მოდის სფეროში ალანასთან ერთად მოღვაწეობს.
ბელა, ანვარ, მარიელ და ალანა ჰადიდები