დაახლოებით ერთი თვის წინ ცნობილმა მოდელმა ქენდალ ჯენერმა Calvin Klein Jeans-ის სარეკლამო კამპანიის ფოტოსესიაში A$AP Rocky-სთან, ანა ევერსთან, შონ მენდესთან და სხვა ცნობად სახეებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მას შემდეგ კი ბრენდმა მოდელთან თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყვიტა, რამაც ქენდალის კიდევ ერთ ფოტოსესიაში მონაწილეობა განაპირობა.
ქენდალი Calvin Klein Jeans-ის სარეკლამო კამპანიისთვის
ამჯერად კი გადაღება Calvin Klein Underwear-ის ახალი კოლექციისთვის შედგა.
23 წლის სუპერმოდელი ვარდისფერ საძინებელში პოზირებს, რომელიც მოზარდის ოთახს მოგაგონებთ - სარკეზე ჟურნალიდან ("Teenage") ამოჭრილი ფოტოებია გაკრული.
Calvin Klein-ის ფოტოსესია სხვებისგან სიმარტივითა და ბუნებრივობით განსხვავდება, როგორც ხედავთ ქენდალს მაკიაჟი საერთოდ არ აქვს, თმა კი უბრალოდ სადად აქვს შეკრული. მიუხედავად ამისა მოდელი როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაშია.