Nelby არის ქართული ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ქალის ტანისამოსს, პერსონალურ ხალათებსა და ბავშვის სახელობით ტანსაცმელს. პროდუქციის არჩევანი იმდენად მრავალფეროვანია, რომ თითქმის შეუძლებელია მომხმარებელმა ვერ ნახოს ნივთი, რომელიც მოეწონება თავისთვის ან თუნდაც საჩუქრად.
OK! Magazine Georgia Nelbys-ს დამაარსებელს ნათია ბუძიშვილს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად მოგვიყვება ბრენდის შესახებ.
„4 წლის წინ, 2015 წელს გადავწყვიტე გვერდის შექმნა. ყოველთვის მქონდა ოცნება გამეკეთებინა მაღაზია, სადაც ახალგაზრდებისთვის ფასი ხელმისაწვდომი და ტანსაცმელიც ტრენდული და ხარისხიანი იქნებოდა. ვფიქრობ ძალიან გაგვიმართლა, ხალხისგან დიდი მოწონება და მხარდაჭერა დავიმსახურეთ და დღითიდღე ვვითარდებით. ახლა უკვე საკუთარი პატარა საწარმო გვაქვს და ძალიან კარგი გუნდი გვყავს. საერთო საქმეს ვაკეთებთ დიდი სიყვარულით“.
„თავდაპირველად ქალის ტანისამოსით დავიწყეთ, შემდეგ ბავშვის ხაზი დავამატეთ. მომხმარებელის თხოვნით ნაქარგიანი ხალათების წარმოება ვცადეთ და გამოგვივიდა კიდეც. ასევე ვაწარმოებთ ჰუდებს და მაისურებს საავტორო პრინტით. ხარისხს ჩვენთან ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა. ვცდილობთ ყველა ადამიანი ვინც ერთხელ მაინც შეიძენს ჩვენს პროდუქციას ერთგული მომხმარებელი გახდეს და ასეც ხდება ხოლმე. Nelby-მ უამრავი ადამიანის მოწონება და ნდობა დაიმსახურა მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ძალიან გვიხარია და მოტივაციას გვაძლევს დღითი დღე ვიყოთ უკეთესები“.
„ძირითადად შეკვეთების რეჟიმში ვმუშაობთ, მომხამერებილი ირჩევს პროდუქტს რომელიც წარმოდგენილია ჩვენს ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდზე და ჩვენ მას 3-5 დღის ვადაში ვუმზადებთ და თბილისისი მასშტაბით უფასოდ მიგვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ფოტოები, რომელიც განთავსებულია ჩვენს გვერდებზე არის ჩვენი გადაღებული, ამიტომ მომხმარებელი დარწმუნებულია რომ ზუსტად იმ ნივთს მიიღებს რაც შეუკვეთა, ეს ზრდის ჩვენი ბრენდის მიმართ ნდობას“.
„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უახლოეს ერთ წელიწადში ვგეგმავთ მაღაზიის გახსნას. გვინდა ადგილზეც შეძლოს მომხმარებელმა ნივთების დათვალიერება და შეძენა. ასე ჩვენც უფრო მეტი სიახლის შეთავაზებას შევძლებთ“.