Ninaka Bags ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის ჩანთებს სთავაზობს. ბრენდი 2018 წლის აგვისტოში დაარსდა და საზოგადოებაში ცნობადობა ძალიან მალე მოიპოვა. ბრენდის მიზანია დახვეწილი და გემოვნებიანი ჩანთების შექმნა როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.
როგორ შეიქმნა ბრენდი და რა პროდუქციას აწარმოებს, ამის შესახებ OK! Magazine Georgia-თან Ninaka Bags-ის დამაარსებელმა ნინო ყულიაშვილმა ისაუბრა.
„ჩანთების საწარმოს დაარსების იდეა 2018 წლის აგვისტოში გაგვიჩნდა. შევისწავლეთ ქართული და ევროპული ბაზარი და დავიწყეთ წარმოება. ჩვენი სტილის ძირითადი მიზანია დახვეწილი და გემოვნებიანი ჩანთების შექმნა როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. რაც შეეხება, მასალას ვიყენებთ თურქულ და იტალიურ ნატურალურ ტყავს“.
„ამჟამად ჩვენი ჩანთები გადის ჰოლანდიაში ბელგიასა და ამერიკაში. ვმუშაობთ როგორც საკუთარი "ნინაკას" ხაზით, ასევე ვიღებთ შეკვეთებსაც, რომლებიც ინდივიდუალურია და კონკრეტული მოდელი მხოლოდ შემკვეთისთვის იკერება“.
„მიუხედავად იმისა რომ სულ რამოდენიმე თვეა დავიწყეთ წარმოება უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა ჩვენმა ჩანთებმა ხალხში. ყველანაირად ვითვალისწინებთ მომხმარებლის ინტერესებს და ვერგებით მათ მოთხოვნებს“.
„მთავარი შტრიხი რაც სხვებისგან გამოგვარჩევს არის ხარისხთან საოცრად შეუსაბამო დაბალი ფასები. რადგან არ გვაქვს იმდენი ხარჯი რაც სხვა საწარმოებს, თავს უფლება მივეცით ჩვენი მომხმარებელი გავანებივროთ ასეთი დაბალი ფასებით. სამომავლოდ დაგვემატება საბავშვო ჩანთების ხაზიც. ასევე დიდი გეგმები გვაქვს ტურისტულ სფეროსთან დაკავშირებითაც“.