ერთ-ერთმა ყველაზე მოდურმა მოდელმა, რომელიც ყოველთვის მოდის ტენდენციებს მისდევს, ამჯერად ამ სეზონის ყველაზე ტრენდული შარვალი მოირგო, რომელსაც სადა თეთრი მაისური და Adidas Yung Cloud White-ის სპორტული ფეხსაცმელი შეუხამა. აქსესუარად ქენდალმა ბრენდ Versace-ის ჩანთა შეარჩია.
მოდელმა შარვალს ამ შემთხვევაში სპორტული ჩაცმულობა შეუხამა, თუმცა მისი მორგება კლასიკური სტილის სამოსთანაც არის შესაძლებელი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჯენერი ამ სტილის შარვლით გამოჩნდა, რამდენიმე თვის წინ მან იმავე სტილის მაღალწელიანი ჯინსის შარვალი მოირგო.
23 წლის მოდელს უნაკლო სხეული აქვს, რომელსაც ხშირად დემოსნტრირებას უკეთებს და გულშემატკივრებს თამამ კადრებს უზიარებს. რამდენიმე დღის წინ მან საცურაო კოსტუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყვა, რომელშიც ის სარკის წინ პოზირებს.