ყველაზე დიდ დროს სამსახურში, უნივერსიტეტსა თუ სკოლაში წასვლამდე სასურველი სამოსის შერჩევას ვანდომებთ, ამ სეზონზე კი ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთული ხდება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე თვეა რაც გაზაფხულია, საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში ამინდი ყოველ დღე იცვლება და ტემპერატურაც ხშირადაა დაბალი. იმისთვის, რომ დღევანდელი მოდისა და ამინდისთვის შესაფერისი სამოსი რაც შეიძლება მოკლე დროში შეარჩიოთ ჩვენ რამდენიმე მარტივ ჩაცმულობას შემოგთავაზებთ.
გრძელი ქვედაბოლოები ყოველთვის ითვლებოდა მოდურად და ისინი ახლაც აქტუალურია, განსაკუთრებით თუკი ატლასის ნაჭრისგანაა შეკერილი. მსგავსი ტიპის დახვეწილ და კლასიკური სტილის ქვედაბოლოსთან გირჩევთ შედარებით უხეში ტიპის ზედის ჩაცმას, მაგალითად თქვენს ჩვეულ ზომაზე ერთი ან ორი ზომით დიდი სქელი ზედა. ამ სამოსში თქვენ გაზაფხულის სტილსაც შეინარჩუნებთ და არც შეგცივდებათ.
Tory Burch-ის 2019 წლის გაზაფხულის სეზონის კოლექციიდან
რამდენიმე ფენის სამოსის ტარება არამხოლოდ მოდური ტენდენციაა, არამედ როგორც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები იტყოდნენ - ეს სავალედულოცაა. "კომბოსტოს" პრინციპის დახმარებით, რომელიც ალბათ ყველას ახსოვს ღრმა ბავშვობიდან, შეიძლება ყველაზე მოულოდნელ კომბინაციებსაც კი წავაწყდეთ. მაგალითად მოკლე კაბა, რომლის შიგნითაც შეგიძლიათ ჩაიცვათ მაღალყელიანი ზედა, რომელიც თქვენს ჩაცმულობას უფრო თბილსა და პრაქტიკულს გახდის.
Isabel Marant-ის 2019 წლის გაზაფხულის სეზონის კოლექციიდან
ბოლო სეზონების მანძილზე ისეთი ცნობილი ბრენდების კოლექციებში, როგორიცაა Gucci, Dries van Noten, Versace და სხვა მრავალი, ფერადი "კოლგოტები" ხშირად გვხვდებოდა, რაც მხოლოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ცუდ ამინდში თბილად ჩაცმა 21 საუკუნეში მოდური გახდა. განსაკუთრებით ტრენდული კი სწორედ ღია ფერის "კოლგოტებია", რომლებიც მაგალითად ჭრელ მოკლე კაბასა და მოსაცმელს ძალიან მოუხდებოდა.
Thornton Bregazzi, გაზაფხული 2019
კაბისა და ვიწრო შარვლის ტარებაც, ისევე როგორც სხვა მრავალი იმიჯი, გახდა მოდური, შესაბამისად შარვლის ტარება უკვე თბილ კაბასთანაც შეიძლება, პერანგთანაც და ზაფხულის თხელ კაბასთანაც. გაზაფხული კი ამ ტრენდის მოსასინჯად საუკეთესო დროა, რადგან ამ დროს თხელი კაბის ჩაცმა უკვე ყველას სურს, თუმცაღა შარვლის გარეშე სიარულში ჯერ ამინდი არ გვიწყობს ხელს. ამიტომაც კაბა და შარვალი - სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.
Calvin Klein, გაზაფხული 2019
გარდა სხვა ტრენდებისა ამ სეზონზე კიდევ ერთი სიახლეა, 2019 წლის გაზაფხულზე შეგიძლიათ ჩაიცვათ სამოსი, რომელიც სპეცსამსახურების თანამშრომლის სამოსს მოგაგონებთ. "ქუჩის სტილი" ამჟამად სწორედ სამუშაო "კომბინიზონებს" მოიცავს, რომელსაც დიზაინერები მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს უხამებენ. გარდა მათი ამჟამინდელი მოდურობისა, მსგავსი სტილის სამუშაო კოსტიუმები საკმაოდ პრაქტიკულია , რადგან მათი დამზადებისას საკმაოდ გამძლე ტყავს იყენებენ და ასევე უმეტესწილად მათ ბევრი ჯიბეები აქვთ. ყველაზე ტრენდული კი ზემოთხსენებული ტიპის სამოსის დახვეწილ აქსესუარებთან შეხამებაა, როგორიცაა ტყავის ჩანთები, აბრეშუმის ყელსახვევები და მარგალიტის საყურეები.
Joseph, გაზაფხული 2019
კიდევ ერთი დეტალი, რომელიც თქვენს ტანსაცმლის კარადას ამ სეზონზე აუცილებლად უნდა შესძინოთ - გრძელი მოსაცმელი. გარდა იმისა, რომ ის ძალიან კარგად გამოიყურება და ყველანაირი სტილის სამოსს უხდება, ძალიან მსუბუქი და კომფორტულია. ასე, რომ გაზაფხულის იმ დღეებში, როდესაც დილით და საღამოს ცივა მაგრამ დღის მანძილზე ტემპერატურამ შეიძლება 20 გრადუსზე მეტსაჩ მიაღწიოს, მსგავსი ტიპის მოსაცმელი ყველაზე პრაქტიკულია.
Chloe, გაზაგხული 2019