გაზაფხულის მოსვლასთან ერთად უკვე ვიწყებთ ფიქრს გარდერობის განახლებაზე. ამის საუკეთესო საშუალებას გვაძლევს H&M, რადგან შუასეზონური ფასდაკლებებია სხვადასხვა ტიპის ტანისამოსზე, რაც ვრცელდება არა მხოლოდ ქალბატონების, არამედ მამაკაცების, ბავშვებისა და თინეიჯერების ტანსაცმელზეც. ფასდაკლებაში ასევე იპოვით აქსესუარებს, ფეხსაცმელსა და ჩანთებს.
OK! Magazine Georgia H&M-ის მაღაზიას ესტუმრა და გთავაზობთ შერჩეულ 5 ფასდაკლებულ ლუქს, რომელიც ამ სეზონზე ყველაზე ტრენდული და მოთხოვნადია.
1.თეთრი კომბინეზონი, რომელიც იდეალური ვარიანტი იქნება გამოსასვლელ დღეებში ჩასაცმელად. ეს ის შანსია, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. კომბინეზონის თავდაპირველი ფასი 99 ლარი იყო, ახლა კი მისი შეძენა 50 ლარადაა შესაძლებელი.
2. ძალიან ლამაზი ფერისა და დიზაინის ზედა, რომელსაც ნებისმიერ ამინდში გამოიყენებთ. თუ გსურთ, რომ მარტივად და სპორტულად ჩაიცვათ, ჯინსებზე იდეალური იქნება. მისი შეძენა ფასდაკლებით 79 ლარის ნაცვლად 50 ლარადაა შესაძლებელი.
3. ულამაზესი პრინტის ზედა, რომელიც მართლაც ყველაზე მოდური და ტრენდულია ამ სეზონზე. მისი ამჟამინდელი ფასი 30 ლარია, თავდაპირველად კი 49 ლარი ღირდა.
4. ყვავილებიანი კაბა, რომელიც გაზაფხულის მოსვლას კიდევ უფრო გააფერადებს და გაალამაზებს. მისი ჩაცმა როგორც ყოველდღიურად, ასევე - გამოსასვლელ დღეებშიც შეგიძლიათ. მისი თავდაპირველი ფასი 49 ლარი იყო, ახლა კი - 30 ლარია.
5. ულამაზესი პრინტის შარვალი, რომელიც როგორც სპორტულ ფეხსაცმელზე, ასევე - კლასიკურზეც შესანიშნავი იქნება. მისი შეძენა 89 ლარის ნაცვლად 40 ლარად შეგიძლიათ.