კატარის დედაქალაქში Fashion Trust Arabia-ს საქველმოქმედო პროექტის წვეულება გაიმართა. პროექტი იმ დიზაინერების მზარდასაჭერადაა შექმნილი, რომლებიც სამხრეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არიან. დაჯილდოების საბჭოს წევრებს შორის იყვნენ ცნობილი ბრენდების Valentino-სა და Balmain დიზაინერები, ხოლო სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი მოდელები როგორიცაა ნატალია ვოდიანოვა, სინდი ბრუნა და ნაომი კემპბელი. ნაომი ბრწყინვალე და ყველასაგან განსხვავებულ სამოსში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და როგორც ყოველთვის ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში მოხვდა.
48 წლის ბრიტანელმა მოდელმა Valentino-ს ექსტრავაგანტული ყვითელი კაბა შეარჩია, რომელიც ბრენდის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციიდანაა. ნაომიმ სამოსს ვერცხლისფერი ბეჭედი, სამაჯური და საყურე შეუხამა.
წვეულების ამსახველ კადრებში ნაომის გარდა არაერთ ცნობილ სახეს შეამჩნევთ, როგორიცაა ნატალია ვოდიანოვა, კარლა ბრუნი, ვიქტორია ბექჰემი და სხვები.
ნატალია ვოდიანოვა
ალესანდრა ამბროსიო
კარლა ბრუნი და ნიკოლა სარკოზი