ხშირად, როდესაც ახალ ფეხსაცმელს ვყიდულობთ, გვავიწყდება რომ გარდა დახვეწილი და ლამაზი დიზაინისა აუცილებლად უნდა იყოს კომფორტული. Patsatsia Nini collection სწორედ იმაზეა ორიენტირებული, რომ ფეხსაცმელი იყოს ელეგანტური, კომფორტული და დახვეწილი, რათა უფრო მიმზიდველი და გამორჩეული გახდეს თქვენი სტილი.
OK! Magazine Georgia ესაუბრა Patsatsia Nini collection-ის დამაარსებელს ნინი ფაცაციას, რომელიც მოგვიყვება ბრენდის დაარსებისა და შემდგომი განვითარების შესახებ.
"ბრენდი 2 წლის წინ დავაარსე, თუმცა თავდაპირველად მომხმარებელს თავი აქსესუარებით გავაცანი. ვმუშაობდი კორსეტებზე, სამაჯურებსა და ჩანთებზე. გარდა ყოველდღიური აქსესუარებისა იყო ბევრი არაორდინალური ნამუშევარი, რომლებსაც ვქმნიდი მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად".
"იქიდან გამომდინარე, რომ საწყის ეტაპზე არ მქონდა საკმარისი კაპიტალი, რათა საზოგადოების ცნობიერებაში დამემკვიდრებინა თავი სხვა გზებით ვეცადე ცნობადობის მოპოვება და ჩემმა მიდგომამ გაამართლა, ძალიან მალე მოვიგე მათი გული, რაც თავისთავად პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდაში აისახა, რამაც ფეხსაცმლის წარმოების სტიმული მომცა".
"გადავწყვიტე დასაწყისისთვის შემექმნა ფეხსაცმელი, რომელიც იქნებოდა შედარებით ნაკლებ ხარჯიანი, პრაქტიკული და რაც მთავარია საინტერესო და მიმზიდველი ნებისმიერი ასაკისთვის. გავაკეთე სანდლები თოკებით 10 ფერში, რომელმაც გაამართლა ჩემი იმედები. ეს არის მოდელი, რომელიც უხდება ნებისმიერ ლუქს, მოირგებ ყველა სიტუაციაში, არის ძალიან კომფორტული და ვფიქობ არასდროს დაკარგავს აქტუალობას".
"ამის შემდეგ იყო ველვეტის ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ფორმებით და ძალიან დახვეწილია. ვისაც ჩაუცვამს გარდა კომფორტისა, გრძნობს გარშემომყოფების ყურადღებას და იღებს კომპლიმენტებს. როცა ფეხსაცმელს ვქმნი ხარისხის შემდეგ ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ გააბედნიეროს მფლობელი კომპლიმენტებით, რათა თავი იგრძნოს თავდაჯერებულად".
"რაც დრო გადის ჩემი ბრენდიც იზრდება და უფრო და უფრო წარმატებული ხდება, პროდუქცია იყიდება სხვადასხვა ქვეყანაში, რამდენიმე შოურუმში. ცოტა ხნის წინ პროდუქცია გაიგზავნა მანჰეტენზე ძალიან ცნობილ შოურუმში, სადაც ხშირად სტუმრობენ ცნობილი ადამიანები. ნოემბერში ერთ-ერთი ქართული ბრენდი ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ჩემი სანდლებით, ეხლა გავაკეთეთ კილაბორაცია bessarion-თან და ვემზადებით მაისის მერსედეს ბენზის ჩვენებისთვის, სადაც ძალიან საინტერესო კოლექციით წარვსდგებით".