სამკაული ყველა ჩვენგანისთვის საყვარელი აქსესუარია და ყველგან შეგვიძლია მისი შეძენა, მაგრამ იშვიათად თუ შევხვდებით სამკაულებს, რომლებსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, რაც უფრო მნიშვნელოვანსა და განსაკუთრებულს ხდის ადამიანისთვის. სწორედ ამ დატვირთვას ატარებს Dots&Dashes-ის სამკაულები, რომელიც 2 წლის წინ შეიქმნა და უმოკლეს დროში დიდი მოწონება დაიმსახურა.
OK! Magazine Georgia ესაუბრა Dots & Dashes დამაარსებლებს ანკა სტურუასა და მარიკა სიხარულიძეს, რომლებიც უფრო დეტალურად მოგვიყვებიან ბრენდის დაარსებისა და სამკაულების სიმბოლური დატვირთვის შესახებ.
"ბრენდს Dots & Dashes უკვე არსებობის 2 წლიანი ისტორია აქვს. ყველაფერი მარტივად, მხოლოდ იდეით დაიწყო - შეგვექმნა ფერადი სამაჯურები, რომელიც ადამიანების თავგადასავლის ნაწილი გახდებოდა. ამისთვის ჩვენს "სურვილის სამაჯურებს" მორზეს კოდი დავუმატეთ და შეიქმნა პერსონალიზებული სამაჯურები, რომელზეც შესაძლებელია ნებისმიერი სიტყვის დაშიფვრა და დიზაინის შერჩევა. ერთი შეხედვით ეს ძალიან მარტივი კონსტრუქცია, წერტილები და ტირეები დიდი დატვირთვის მატარებელი შეიძლება იყოს. ემოცია და მდგომარეობა, რასაც დღეს გრძნობ, ის რაც გინდა გადმოიტანო და მეორე ადამიანს გაუნაწილო სწორედ ამ მარტივი კონსტრუქციით იშიფრება".
"ჩვენ ვთვლით, რომ საუკეთესო სამკაულია ის, რომელიც ახლოსაა შენს ხასიათთან, რომელშიც შინაარსის ჩადება შეგიძლია. ჩვენი სამაჯურების კიდევ ერთი დატვირთვაა სურვილის ჩაფიქრება. ირჩევ ფერს, ქმნი დიზაინს, შიფრავ სახელს ან მნიშვნელოვან ნებისმიერ სიტყვას და იფიქრებ სურვილს. ასე იქცევა ბურთებით და ტირეებით აწყობილი სამაჯური ძალიან ძვირფას სამკაულად".
"ორი წლის მანძილზე თითქმის ყოველდღიურად ვიღებთ შეკვეთებს და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გვხვდება ხელზე ჩვენი სამაჯურით, რაც ძალიან გვახარებს. ვმუშაობთ კორპორატიულ შეკვეთებზეც. კომპანიების ბრენდბუქზე დაყრდნობით ვქმნით სამჯურების დიზაინს, ვშიფრავთ მათ სასურველ სიტყვას და ასე ორიგინალურად ახდენენ კომუნიკაციას თანამშრომლებსა თუ პარტნიორებთან - ეუბნებიან სათქმელს მორზეს კოდით".
"ჩვენი სამკაულები ვერცხლისგან მზადდება, თუმცა იმიტომ რომ გვინდა ჯადოსნური სურვილის სამაჯურები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, გვაქვს სხვადასხვა ქვებისგან შექმნილი, შედარებით დაბალფასიანი მოდელებიც".
"გარდა იმისა, რომ ჩვენი სამაჯურები შინაარსით ისედაც განსხვავდება ბაზარზე არსებული სხვა სამკაულებისგან, ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს შეფუთვაც - ნატურალური ხისგან დამზადებული ყუთები, რომელიც მრავალჯერადი მოხმარებისაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2 წლის მანძილზე თითქმის ყოველდღე ვქმნით სამკაულების ახალ დიზაინებს, ამით ვახერხებთ უწყვეტ კომუნიკაციას მომხმარებლებთან".
"ამ ეტაპზე ჩვენი სამკაულების ყიდვ ა ონლაინ, ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდებზეა შესძლებელი. თბილისსა და ბათუმში შეკვეთა მეორე დღესვე მიგვაქვს, რეგიონებში კი ფოსტით ვაგზავნით. სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. სულ ვამატებთ ახალ-ახალ მასალებს, სავარაუდოდ ონლაინ პლატფორმას მალე დავამატებთ, რამდენიმე გაყიდვის წერტილს საქართველოს მასშტაბით".