ცნობილი ბრიტანელი დიზაინერი - ვიქტორია ბექჰემი ამჟამად ყატარში იმყოფება, ვინაიდან ადგილზე Fashion Trust Arabia-ს ყოველწლიური დაჯიდლოება მიმდინარეობს, რის გამოც მოდის ინდუსტრიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები ერთად კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, მათ შორის ვიქტორიასთან ერთად ფიგურირებს ნატალია ვოდიანოვაც.
ფინალური შეხვედრისთვის, როცა 25 მონაწილე დიზაინერს შორის ექსპერტებს საუკეთესო უნდა აერჩიათ და მისთვის დაფინანსებასთან ერთად, საუკეთესო მენტორული თანადგომაც შეეთავაზებინათ, 44 წლის დიზაინერი განსაკუთრებულად გამოეწყო.
ვიქტორიამ კვლავ საკუთარი ბრენდის ასიმეტრიული კაბა მოირგო, რომლის ღირებულებაც ბრენდის ოფიციალურ საიტზე 725 ფუნტი სტერლინგია. რაც შეეხება მაკიაჟს, ბუნებრიობას დიზაინერმა არც ამჯერად უღალატა, თუმცა გადაწყვიტა მეტი აქცენტი თვალებზე გაეკეთებინა.
თუმცა მთავარი დეტალი, რამაც ყურადღება მიიქცია ფეხსაცმელი გახლდათ, ღია მაღალყელიანი ჩექმა, რომელიც ვიქტორიას ამშვენებდა, საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურებოდა, მით უმეტეს დიზაინერი მსგავს ექსპერიმენტებს იშვიათად თუ მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი დიზაინის ფეხსაცმელი ცნობილ ვარსკვლავებში ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურია და იმ ფაქტს, რომ ის 2019 წლის ერთ-ერთ ტრენდად იქცევა, რამდენიმე დღის წინ ჯულია რობერტსის გამოჩენაც მოწმობს.