მოკლე პაუზის შემდეგ 37 წლის ჰერცოგინია ისევ დაუბრუნდა სამეფო პასუხისმგებლობებს და სკაუტების ასოციაციაში გამართულ საქმიან შეხვედრას ესტუმრა. ქეითი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ პროექტში აქტიურადაა ჩართული და გილველ პარკში სწორედ მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად მივიდა. ამ შეხვედრისთვის ჰერცოგინიამ საკმაოდ სადა ჩაცმულობა შეარჩია, თუმცაღა ამჯერად მის სამოსს საზოგადოებისგან კრიტიკა აღარ მოჰყოლია.
ღონისძიება ღია სივრცეში ჩატარდა, შესაბამისად ქეითმა პრაქტიკული და კომფორტული სტილის სამოსი შეარჩია. მას მწვანე ფერის მოსაცმელი, J.Crew-ს ბორდოსფერი ზედა, შავი ფერის მომდგარი შარვალი და See by Chloe-ს ფეხსაცმელი ეცვა.
ახალგაზრდა ჰერცოგინიას ბავშვები განსაკუთრებით უყვარს და როგორც არაერთ შეხვედრაზე ამჯერადაც დიდი დრო გაატარა მათთან ერთად თამაშსა და საუბარში.
ქეით მიდლტონი ცნობილია ერთი და იგივე სამოსის რამდენჯერმე გამოყენებით, რაშიც პაპარაცებმა ამჯერადაც გამოიჭირეს. სწორედ See by Chloe-ს ფეხსაცმელი ქეითს ამავე წლის იანვარში სამეფო ბაღში სტუმრობისას ეცვა.