H&M-ის ხაზის Conscious Exclusive-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის პრეზენტაციის წვეულებაზე მოწვეულმა სტუმრებმა არაჩვეულებრივი დრო გაატარეს. ღონისძიება ულამაზეს ვერანდაზე გაიმართა, რომელიც ლოს-ანჯელესის ულამაზეს ხედს გადაჰყურებს. მოწვეული სტუმრების სიაში არაერთი პოპულარული მოდელი იყო, მათ შორის ირინა შეიკიც მოხვდა. სტუმრებმა, ისევე როგორც ირინა შეიკმა ბრენდის ახალი კოლექციის ულამაზესი საგაზაფხულო სამოსი მოიხდინეს.
ირინა შეიკმა წვეულებისთვის ყვავილების პრინტიანი კაბა შეარჩია, რომელსაც შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა. მიუხედავად იმისა, რომ მოდელის კაბა საკმაოდ სადა სტილისაა, ის როგორც ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, ამაზე კი მის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოებიც მეტყველებს, რომელშიც ფარფატა მოდელი საქანელზე ზის.
Conscious Exclusivе H&M-ის ეკოლოგიური ხაზია, რომელიც უკვე მე-7 კოლექციას უშვებს, რომელშიც გაზაფხულისა და ზაფხულისთვის განკუთვნილი ნაზი სამოსი შედის.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ დაკოტა ფენინგი, კამილა მორონი, ემბერ ვალეტა და სხვები.