გაზაფხულის დადგომასთან ერთად კაბა ქალის გარდერობის განუყოფელი ნაწილი ხდება. ყველა ქალი საგანგებოდ არჩევს საგაზაფხულო ლუქს და რაც ყველაზე მთავარია, ხშირ შემთვევაში არჩევანს მოდური ტენდენციების გათვალისწინებით აკეთებს. ჩვენ შემოგთავაზებთ 5 ყველაზე ტრენდულ კაბას, რომელებიც თქვენს გარდერობში 2019 წელს აუცილებლად უნდა მოხვდეს.
წელს მოდაში მაღალწელიანი და თავისუფალი სტილის კაბებია. რაც შეეხება პრინტს, ამ სეზონის ყველაზე მოთხოვნადი ლეოპარდის პრინტია, რომლითაც ბევრი მოდელია გაფორმებული.
იმ შემთხვევაში, თუ ფართო კაბებს ვერ იხდენთ, შეგიძლიათ მაღალწელიანი, მაგრამ შედარებით გამოყვანილი მოდელი აირჩიოთ.
რაც ყველაზე მთავარია მაღალწელიანი კაბები სასურველია იყოს ჭრელი პრინტით, რათა თქვენი გარდერობი უფრო მეტად გახალისდეს.
მოდა ყოველთვის მეორდება. მაღალწელიანი და თხელი ნაჭრის, თავისუფალი სტილის კაბები წლევანდელ სეზონზეც აქტუალურია, ასე რომ შეგიძლიათ არჩევანი მასზე შეაჩეროთ.
მათ ვისაც განსხვავებული სტილის ჩაცმულობა მოგწონთ, ამ სეზონზე თქვენთვის სასურველ მოდელს აუცილებლად იპოვით. ეს არის არასტანდარტულად შეკერილი კაბები, რომლებსაც შესაძლოა წინა ნაწილი ძალიან მოკლე ჰქონდეთ, ხოლო უკანა ნაწილი მასზე გაცილებით გრძელი.