ყველა ქალბატონის ტანსაცმლის კარადაში აღმოვაჩენთ შარვალს, თანაც არაერთს. შარვლები კომფორტულია ყველასთვის და ყველა სიტუაციისთვის, ასევე მოთხოვნადია ისევე როგორც ზამთარში, ასე ზაფხულშიც. შეასბამისად დიზაინერებიც ყოველი სეზონის დასაწყისში ახალ საჩუქრებსა და სიურპრიზებს გვიმზადებენ, რომლებიც სწორედ ამ საყვარელ სამოსს მოიცავენ. 2019 წლის გაზაფხულზე ყველაზე მნიშნველოვანია ორი რამ. ერთი, რომ თქვენი შარვალი ხაზს უსვამდეს თქვენს ქალურობას, ხოლო მეორე, გიქმნიდეთ ჰაეროვან იმიჯს.
სტილისტებისა და მოდის კრიტიკოსების აზრით ამ წლის განმავლობაში უნდა აირჩიოთ ისეთი შარვლები, რომლებსაც ამ დრომდე მხოლოდ საქმიანი შეხვედრებისთვის ვიყენებდით. ეს არის შარვლები, რომლებიც მომდგარია წელზე, შეკერილია დავარდნილი ნაჭრისგან და არის გრძელი. კიდევ ერთი რამ რაც დანამდვილებით შეგვიძლია გირჩიოთ - მომდგარი და სპორტული სტილის შარვლები უკვე ნამდვილად აღარ ითვლება მოდურად. ახლა კი მოდით ვნახოთ როგორ 7 ტიპის შარვალი, რომელიც უნდა ჩავიცვათ ამ სეზონზე, რათა დავაკმაყოფილოთ მსოფლიო მოდის სტანდარტები.
ქვედაბოლოს მსგავსი შარვლები უკვე წლებია არსებობს ცნობილი მოდის სახლების ბაზარზე, თუმცაღა მათი დრო სწორედ ახლა დადგა. 2019 წელს ითვლება, რომ რაც უფრო განიერია შარვალი - უფრო მოდურია. მსგავსი შარვლები იდეალურია გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონებისთვის. სტილისტები გვირჩევენ ამ სტილის შარვლები ვატაროთ თეთრ, ღია ცისფერ და ბეჟ ფერებში. ასეთი სტილის შარვლებს მოკლე "ტოპები" და ნაზი პერანგები ყოველთვის ძალიან უხდება.
"პალაცო" - ასე ქვია ყველაზე ქალური სტილის მატარებელ შარვალს, რომელიც იდეალურია საქმიანი შეხვედრებისთვის, ზღვისპირას სეირნობისთვის, სამსახურისთვის, პაემანზე წასასვლელად, და ასე შემდეგ. ასეთი ტიპის შარვალი თქვენს სტილს ყოველთვის უფრო მეტად ელეგანტურს ხდის, ატარეთ ასეთი სტილის შარვლები წითელ, ვარდისფერ, თეთრ და შავ ფერებში.
შემდეგ მოდის შარვლები, რომლებიც თქვენს ტანსა და ფეხებს უფრო გრძელსა და თხელს გამოაჩენს. ამ ტიპის სამოსს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი განსაკუთრებით უხდება და თქვენს ფიგურას ბევრად უფრო პროპორციულს აჩენს.
შარვალი "კარგო" ყველა ტიპის სხეულისთვისაა განკუთვნილი, ის არაა მომდგარი, თუმცაღა ლამაზად გამოკვეთს თქვენს წელს. ასევე გამოირჩევა ერთი უნიკალური თვისებით, მისი ჩაცმა შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ფეხსაცმელთან, არ აქვს მნიშვნელობა მაღაქუსლიანია თუ დაბალი, სადა თუ კლასიკური.
კლასიკური შარვლები - მათ ამჟამად არამხოლოდ საქმიანი ქალბატონები ატარებენ, არამედ მთელი მსოფლიო. ღია ფერები, ულამაზესი ნაჭრები, მოკლე სიგრძე - ეს არის სწორედ ის თვისებები, რომლებიც კლასიკურ შარვლებს ყველასაგან განსხავვებულს ხდის, თუმცაღა ამავე დროს საკმაოდ კომფორტულია. ხოლო ამ ტიპის ბეჟი შარვლები - 2019 წლის ჰიტია.
ყოველ სეზონზე დიზაინერები შარვლებს ახალ დეტალს უმატებენ, ამჯერად შარვლების დახევის დრო მოვიდა. 2019 წლის მოდური შარვლები შესაძლოა დახეული იყოს ისევე როგორც უკან, ასევე მხოდ წინ. სამოსის ეს დეტალი ქალბატონების ფიგურას კიდევ უფრო მკვეთრად აჩენს, გარდა ამისა ის ძალიან პრაქტიკულია ზაფხულში.