როზი ჰანტინგტონი შთაგვაგონებს არამხოლოდ სილამაზითა და შრომისმოყვარეობით, არამედ სტილის შეგრძნებითაც. საკუთარ მოდურ არჩევანზე მან W Magazine-ის ინტერვიუში ისაუბრა:
იდეალური სამოსი გამოსასვლელი დღისთვის: "ნაქსოვი სვიტრი, შავი ლეგინსები ან ჯინსი და მოხერხებული მაისური"
სტილის შთამაგონებელი: "გააჩნია განწყობას, მაგრამ ყოველთვის მომწონს ემანუელ ალტის, კრისტინ სენტენერის და ჯორჯია ტორდინის ჩაცმულობა. მათ საკუთარი სტილი და ინდივიდუალურობა აქვთ და ამავდროულად თავისუფლად გამოიყურებიან"
საუკეთესო მოდური არჩევანი, რაც კი მიმიღია: "კარგი კლასიკის შეძენა და ერთ ფერთა გამაში წარმოდგენილი სამოსის ყიდვა. ყოველთვის მომწონდა შავი, თეთრი, მუქი ლურჯი და ნეიტრალური ფერები. ისინი ერთმანეთს ეხამებიან და არასდროს გადადიან მოდიდან."
პირველი მასშტაბური მოდური შენაძენი: "ჩანთა Silverado Chloé-სგან. მისთვის პირველი სამოდელო საქმიანობებიდან ფულს ვაგროვებდი."
რისი შეძენა მსურს უახლოეს მომავალში: "Toteme-ის ნებისმიერი რამ და Chloé-ს კაბა ახალი საგაზაფხულო კოლექციიდან"
როგორი იყო ჩემი სტილი თინეიჯერობისას: "მაღალქუსლიანი ქოშები, Cargo შარვლები და მოკლე ტოპები. მოგვიანებით ბოჰემური სტილი მოვირგე, რადგანაც სიენა მილერი ძალიან მომწონდა."
ჩემი საყვარელი იმიჯი წითელ ხალიჩაზე: "ნებისმიერი რამ Versace-სგან!"
სიმღერა, რომელსაც მზადებისას ვუსმენ: "ყოველთვის სხვადასხვა შემსრულებლის ალბომს ვრთავ. ბოლო დროს ჯგუფ H.E.R.-ს ვუსმენ"