ბავშვობაში ყველა ჩვენგანი ოცნებობდა ფუშფუშა, ბრჭყვიალა კაბებზე, რომელიც თავს ნამდვილ პრინცესად გვაგრძნობინებდა, მაგრამ არჩევანი სამწუხაროდ არც ისე დიდი გვქონდა. დღეს უკვე ჩვენი შვილების ბედნიერ და ხალისიან ბავშვოვაზე საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი Michelle ზრუნავს, რომელიც გთავაზობთ როგორც ყოველდღიურ, ასევე სადღესასწაულო, სასკოლო და ზამთრის ხარისხიან სამოსს.
OK! Magazine Georgia ესაუბრა Michelle-ის დამაარსებელს სოფო გოგებაშვილს, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს ბრენდის შესახებ.
“Michelle არის ქართული საბავშვო სამოსის ბრენდი, რომელიც იწარმოება საქართველოში და ძირითადად ვმუშაობთ 12 წლამდე ასაკის გოგონების სამოსზე. ამ ბიზნესის ჩამოყალიბების იდეა ჩემი მეუღლისგან მომდინარეობდა და განხორციელებაში სწორედ ის დამეხმარა. ზაფხულში ერთი წელი ხდება რაც გავხსენით მაღაზია. მე და დედაჩემი ვართ ამ ბიზნესის მიღმა. Michelle-ის გაყიდვის კონცეფციას რაც შეეხება, ეს არის ონლაინ მაღაზია და ასევე გვაქვს ქალაქის ცენტრში სტენდი, მაგრამ 1 აპრილიდან ქავთარაძის სითი მოლში გადავალთ“.
„Michelle-ის სამოსის გავრცელებას რაც შეეხება, ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ბაზარს მოიცავს, თუმცა საერთაშორისო შეკვეთებიც გვქონია. მაგალითად იტალიაში გაგვიგზავნია კაბები, მაგრამ ამას მასშტაბური სახე არ აქვს. ბოლო პერიდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა დედა-შვილის ერთნაირი სამოსი, ამიტომ ხშირად ვამზადებთ მსგავს მოდელებს“.
„შეკვეთებს რაც შეეხება, თუ მაღაზიაში სასურველი ზომა არ არის, 4 საუშაო დღეში მზადდება სამოსი და ადგილზე მიტანის სერვისით მიეწოდება მომხარებელს. საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ჩვენს კაბებზე, რადგან ასეთი კონცეფციის ბრენდი საქართველოში არ არის, ეს არის ძირითადად სადღესასწაული სტილის კაბები, რაც საკმაოდ ახალი და მიმზიდველია მომხარებლისთვის“.
„ჩვენი პრიორიტეტია სადღესასწაულო და ფუშფუშა კაბები, რომლებიც ყველა ბავშვს ზღაპრის გმირად აგრძნობინებს თავს. მათ ერთი ნახვით უყვარდებათ ჩვენი კაბები და აღარ უნდათ გახდა. ჩვენი მიზანია, ბავშვობის ის ოცნება, რაც ყოველთვის იყო, რომ გვქონოდა პრიცესული კაბები რეალობად ვუქციეთ დღევანდელ თაობას, რათა მეტად გავულამაზოთ ბავშვობა“.