ცნობილი იტალიური ბრენდის, Roberto Cavalli-ს კრეატიული დიზაინერი პოლ სარიჯის ადგილს ამიერიდან სხვა ადამიანი დაიკავებს. დიზაინერმა პოსტის დატოვებამდე მოდის სახლს დიდი მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის და ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სხვა პროექტებით დაკავდება, თუმცა ჯერჯერობით ისინი არ დაუკონკრეტებია.
პოლ სარიჯი, რომელმაც ბრენდის ყოფილი კრეატიული დიზაინერი პიტერ დუნდასი ჩაანაცვლა, ამ პოზიციაზე 2017 წლიდან იყო. Roberto Cavalli-ში მოღვაწეობამდე კი, სარიჯი ამავე როლს ასრულებდა ისეთ ცნობილ მოდის სახლებში, როგორებიც Z Zegna და Acne Studios არიან.
პოლი ასევე იღებდა მონაწილეობას Jil Sander-ისა და Burberry-ს მამაკაცების კოლექციის შექმნაში.
ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ შეითავსებს ამ საპასუხისმგებლო როლს პოლის ნაცვლად, ჯერჯერობით უცნობია.