24 წლის კანადელი მოდელი - ვინი ჰარლოუ, თანამედროვე მოდის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ვიტილიგოს კანის უჩვეულო დაავადებაც გახდა, რამაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა.
გოგონა, რომელიც 2018 წლის Victoria's Secret-ის გრანდიოზულ შოუზეც ვიხილეთ, ყოველთვის გრძელი თმით ფიგურირებდა, თუმცა როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა ექსპერიმენტისთვის მიემართა.
ვინიმ ინსტაგრამზე უახლესი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც ბაჰამის კუნძულებზეა გადაღებული.
როგორც კადრებიდან ჩანს, მოკლედ შეჭრილი თმა ვინის კიდევ უფრო უხდება და მისი სასიამოვნო სურათებიც უმშვენიერესი ფლამინგოს ფონზე, სოციალურ ქსელებშიც მაშინვე აიტაცეს.