პატარა აჰინი (@2ah.in) ჯერ მხოლოდ 4 წლისაა, მაგრამ ინსტაგრამზე გულშემატკივართა უზარმაზარი არმია ჰყავს. ახალგაზრდა მოდური გოგონას გვერდზე ფოტოებს დედამისი, კორეული ონლაინ მაღაზიის მფლობელი და ბლოგერი ანთავსებს. ამჟამად, აჰინს 400 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს.
პატარა გოგონა ეფექტურად იხდენს უკანასკნელი სეზონების ტრენდებს. მის გარდერობშია დიდი ზომის მაისურები, სპორტული სამოსი, ვინტაჟური კაბები, კორეული ნაციონალური კოსტიუმები...
საოცარია, რომ გოგონა საკუთარ თავს ფოტოებს თავადაც უღებს: სარკისა და სმარტფონის მეშვეობით. მან ქართველი დიზაინერი, ანუკი არეშიძეც მოხიბლა, რომელმაც გოგონას ფოტოები საკუთარ გვერდზეც გააზიარა.