Tessa, ეს არის ორი მეგობრის შექმნილი ბრენდი, რომლებიც ულამაზეს ჩანთებსა და აქსესუარებს ქმნიან. მათი შექმნილი ნივთები არ მეორდება და სწორედ ეს არის ის, რაც Tessa -ს სხვებისგან გამოარჩევს.
OK! Magazine Georgia Tessa-ს ერთ-ერთ დამაარსებელსა და დიზაინერს იაკოს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად მოგვიყვება ბრენდის შესახებ.
„6 თვის წინ მე და ჩემს მეგობარს ქსუშას გაგვიჩნდა იდეა დაგვეარსებინა ბრენდი, რომელსაც Tessa დავარქვით. თავდაპირველად ვმუშაობდით ტანის სამოსზე, თუმცა მოგვიანებით სხვადასხვა აქსესუარებსა და ჩანთების შექმნა დავიწყეთ, რაც მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარეობდა“.
„ძირითად აქცენტს ვაკეთებთ თვლებზე. ჩვენი არცერთი აქსესუარი არ მეორდება და თითოეული ნივთის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა დეტალი არის ხელით შექმნილი. ყველა აქსესუარს აქვს ხელით გაკეთებული ჩანართი. ასეთ ნივთებზე მოთხოვნაც უფრო დიდია“.
„ვცდილობთ მომხმარებელს რაც შეიძლება მაღალი ხარისხი შევთავაზოთ. ხშირად ვიყენებთ სვაროვსკის დეტალებსაც , რაც ძალიან მომგებიანი და მოთხოვნადია. ჩვენ სხვებისგან გამოგვარჩევს ის, რომ ვაკმაყოფილებთ იმ მოთხოვნას, რაც არის დღეს ბაზარზე, ჩვენი აქსესუარები არ მეორდება არასდროს და ვცდილობთ ნივთის დიზაინი იყოს ტრენდული“.
„ყოველდღე გვაქვს წინსვლა, პატარა ნაბიჯებით მივდივართ წინ. გვაქვს უამრავი იდეა, ასევე ვმუშაობთ პროექტებზე, რომელიც საზღვრებს გარეთ გასვლას გულისხმობს. ჩვენი მიზანია უფრო მეტმა ადამიანმა გაგვიცნოს და ნახოს ჩვენი ნამუშევრები. ამ ეტაპზე პროდუქციის მომხმარებლები უმეტეს შემთხვევაში უცხოელები არიან “.
Tessa-ს აქსესუარებისა და ჩანთების შეძენა შეგიძლიათ მაღაზია Co.mode-ში, რომელიც აბაშიძის 14 ნომერში მდებარეობს და ასევე ფალიაშვილის 80 ნომერში მაღაზია Geofashionlab-ში.