ნებისმიერი ჩვენგანისთვის რთული ჰეილი ბიბერის ან რომელიმე ვარსკვლავის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა. ახალგაზრდა მოდელისა და მისი მეუღლის პირადი ცხოვრება ბოლო კვირების მანძილზე საზოგადოებისა და ტაბლოიდების ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს. ჰეილისა და ჯასტინს ხშირად აბრალებენ დაშორებას და უგორებენ მრავალფეროვან ჭორებს, რომლებიდან თავის დაღწევაც მოდელმა საკმაოდ ეფექტური გზით სცადა და ROXY-ს სრულიად ახალ სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა.
"გადავწყვიტე საერთოდ აღარ წავიკითხო კომენტარები" - განაცხადა მოდელმა.
გოგონამ ნეგატიური გავლენისგან თავის დაღწევის საკუთარ სტრატეგიაზეც ისაუბრა, "გარკვეულ მომენტში ეს ყველაფერი მაინც გადარდებს. აუცილებლად უნდა უთხრა საკუთარ თავს: საერთოდაც, რატომ მადარდებს ეს ყველაფერი? ამ ხალხს არ ვიცნობ, არც ისინი მიცნობენ, მათ არანაირი ადგილი არ აქვთ ჩემს ცხოვრებაში და არანაირი ურთიერთობა არ აქვთ ჩემთან,"-აღნიშნა მან.
"ადამიანებს ხანდახან შეუძლიათ ძალიან ბოროტები იყვნენ, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ არ გინდა რომ ეს ყველაფერი შეგეხოს, საერთოდ არ უნდა წაიკითხო, რათა არ მისცე უფლება ემოციური ზეგავლენა იქონიოს შენზე."
"ხალხს ჰგონია, რომ ისინი იცნობენ ცნობილ ადამიანებს და ბევრი რამ იციან მათ შესახებ, მხოლოდ იმიტომ რომ მათი ცხოვრება ამდენადაა გასაჯაროებული."
22 წლის მოდელმა უახლოეს მეგობართან, კელია მონიზთან ერთად ROXY-ის ახალი კოლექციის, Sister-ის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.