გამორჩეული დიზაინი, კაშკაშა ფერები და თვალში საცემი ბზინვარება არის ის, რასაც Nina’s Accessories აერთიანებს. OK! Magazine Georgia გიამბობთ ახალგაზრდა დიზაინერის შესახებ, რომელიც გამორჩეული დიზაინისა და განსხვავებული სტილის აქსესუარებს ქმნის.
" პროფესიით იურისტი ვარ და ეხლაც პრაქტიკოს ადვოკატად ვმუშაობ და პარალელურად ვქმნი ამ ნაკეთობებსაც. დაახლოვებით 2 წელია, რაც Nina’s Accessories შევქმენი და ვამზადებ აქსესუარებს. თავდაპირველად ძალიან მარტივი ნაკეთობები მქონდა მარტივი უზორებით და დროთა განმავლობაში დავხვეწე".
"ძირითადად ვმუშაობ ბროშებზე, საკიდებსა და თმისსამაგრებზე. ის რაც ჩემს ბრენდს სხვა ბრენდებისგან გამოარჩევს არის ხარისხი, მაქვს ძალიან სუფთად დამუშავებული ნამუშევრები. აქსესუარებს ჩემი დიზაინით ვქმნი, მაგრამ არის ხოლმე შეკვეთები და ძირითად აქცენტს ფერებზე აკეთებენ მომხმარებლები. სამომავლოდ ვგეგმავ მაღაზიის გახსნასა და გაფართოვებას".