თამუნა ზაუტაშვილი არის დიზაინერი, რომლის შექმნილი საყურეც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარულია. ალბათ არ არსებობს ცობადი სახე, რომელსაც ეს სახელგანთქმული საყურე თავისი აქსესუარების კოლექციაში არ აქვს.
OK! Magazine Georgia გთავაზობთ ინტერვიუს თამუნა ზაუტაშვილთან და ქართველი სელებრითების ფოტოებს დიზაინერის შექმნილი საყურეებით.
"2003 წელს პარიზში ვიყავით, მე და ჩემი მეუღლე. მეგობრებთან შესახვედრად მივდიოდით და ჩემი შეკერილი ვარდებიანი ქედი მეხურა, ვარდებიან ჩანთასთან ერთად. ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი და იქ მყოფმა ადამიანებმა მკითხეს თუ სად ვიყიდე ქუდი და ვუთხარი ჩემი შეკერილია მეთქი, იმდენი ფული გადამიხადეს, რომ მაშინ დავფიქრდი პირველად ჩემი საყვარელი საქმე ბიზნესად მექცია. თბილისში რომ დავბრუნდი ჩემ მეგობარს მოვუყევი ეს ამბავი, რომელიც ამერიკის საელჩოში მუშაობდა და შემომთავაზა გამეკეთებინა გამოფენა. ძალიან კარგად ჩაიარა გამოფენამ და ყველა აქსესუარი გავყიდე".
2016 წელი ოყო, როცა სწორედ ამ საყურეს ვამზადებდი და ნანუკა ჟოჟრჟოლიანის შვილს მარიამს ვაჩუქე ეს დამზადებული საყურე მან კი დედამისს მისცა, რომელმაც ფოტო გადაიღო ამ საყურით და სოციალურ ქსელში განათავსა. რომ გავიღვიძე 618 შეკვეთა დამხვდა. დღემდე იმდენად მოთხოვნადია, რომ დღეში მინიმუმ 5 საყურეს ვამზადებ".
კესარია აბრამიძე
ნანუკა ჟორჟოლიანი
თამთა შედანია
გოგოლა კალანდაძე
თაკო დოლაბერიძე