თუკი აქამდე არ იცოდით, ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული სამოსი ტყავის გრძელი მოსაცმელია, ასე რომ სანამ ზაფხულის ცხელი დღეები მოსულა, დაეწიეთ მოდას, რადგან როგორც კარლ ლაგერფილდმა თქვა ის არასოდეს დაგელოდებათ. ეს სადა მაგრამ ამავდროულად ექსტრავაგანტული ნივთი თქვენს ჩაცმულობას განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოაქცევს. სწორედ ამ მოდას მისდევს ყველასათვის საყვარელი და ცნობილი ამერიკელი მოდელი ქენდალ ჯენერი, რომელიც ამ მოსაცმელში ლოს-ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს.
23 წლის მოდელი ქენდალ ჯენერი მუქ ყავისფერ ტყავის მოსაცმელში, მაღალწელიან ჯინსის შარვალში, თეთრ მაისურსა და ამავე ფერის სპორტულ ფეხსაცმელში დააფიქსირეს. ამ ყველაფერს კი მან წლის კიდევ ერთი ყველაზე ტრენდული ნივთი, 90-იანი წლების სტილის ვიწრო ფორმის სათვალე მოუხდინა, რომელმაც მის ჩაცმულობას კიდევ უფრო განსხვავებული იერი შესძინა.
ქენდალმა დღე ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, Topanga Canyon-ში გაატარა, შესაბამისად მის ახლად შეძენილ ნივთებსაც მალე ვიხილავთ კალიფორნიის ქუჩებში.
აღსანიშნავია, რომ ქენდალი გულშემატკივრებს ყოველთვის გამორჩეულად ანებივრებს. სულ რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში კორტნი კარდაშიანთან ერთად გადაღებული საკმაოდ გამომწვევი ფოტო გამოაქვეყნა.