მონიკა ბელუჩი ცხოვრების აქტიურ წესს არ ღალატობს და ამჯერად ფრანგული Madame Figaro-ს ერთ-ერთ პროექტში იღებს მონაწილეობას, რომელიც სხვადასხვა ცნობილი ადამიანების პერსონალური სტილის დაბადების ისტორიებს ეძღვნება.
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც 54 წლის მსახიობი ელეგანტურ სამოსში გამოწყობილი პოზირებს კამერების წინ.
მოგვიანებით კი, თავად მონიკამ გამოაქვეყნა ფოტო, რომლითაც გულშემატკივრებს სიახლის შესახებ უამბო და მათგან უამრავი კომპლიმენტიც მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მონიკა აღნიშნული გამოცემასთან ხშირად თანამშრომლობს და მისი გარეკანიც არაერთხელ დაუმშვენებია, ამიტომ თვალი გადავავლოთ ყველა იმ შემთხვევას, როცა მსახიობი ჟურნალის გვერდებზე ვიხილეთ.
1993წ.
2013წ.
2017წ.