ირინა შეიკი Marc Jacobs Beauty-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს. მოდელმა პირველი ფოტო გამოაქვეყნა და ამის შესახებ თავად გვამცნო. ის თავს საღამოს, კლასიკური მაკიაჟით იწონებს.
ეს მათი რიგით მეორე საერთო კამპანიაა. პირველად ირინა Marc Jacobs Beauty-ის რეკლამაში დეკემბერში გამოჩნდა, რომელშიც ის განსხვავებული მაკიაჟით მონაწილეობდა.
ბრენდი Marc Jacobs Beauty და შეიკი, როგორც ჩანს კარგად თანამშრომლობენ და მოკლე დროში ბევრი ახალი სიახლით გვანებივრებენ. შესაძლოა სულ მალევე კიდევ ერთი დასამახსოვრებელი კამპანია შემოგვთავაზონ.