აღმოაჩინო საკუთარი თავი ყველაზე დიდი ნიჭია, რადგან ხშირ შემთხვევაში ადამიანები ან საკუთარი თავის ძებნაში კარგავენ დროს ან მთელი ცხოვრება აკეთებენ იმას, რაც არ უყვართ. OK! Magazine Georgia მოგიყვებათ დამწყებ დიზაინერზე, ანი ფერაძეზე, რომელმაც საკუთარი თავი 7 თვის წინ აღმოაჩინა და დღეს საკუთარი ნახატები ტანსაცმელზე გადააქვს.
როგორც დიზაინერმა OK! Magazine Georgia-თან საუბარში აღნიშნა შთაგონების წყარო მისი შვილი, სიყვარული და ბედნიერების განცდაა, იმის რომ ვარსებობთ.
„ხატვა 7 თვეა რაც დავიწყე, მანამდე ძალიან დიდი ხანი ვეძებდი საკუთარ თავს, ყველგან და ყველაფერში. საბოლოოდ მთლიანად დავიკარგე. არ ვიცოდი ვინ ვიყავი და რა მინდოდა. 34 წლის მანძილზე არაფერი დამიხატავს, მაგრამ როდესაც რაღაცას ეძებ აუცილებლად პოულობ. სულ შემთხვევით შევხვდი არაჩვეულებრივ ადამიანს უნიჭიერეს ფსიქო თერაპევტს რუსიკო კვირიკაშვილს, რომელიც ძალიან დამეხმარა და აბსოლუტურად სხვა ანი დამანახა, რომელსაც მე მანამდე არ ვიცნობდი".
"ზოგჯერ მოდის ემოციები, შეგრძნებები, რომელიც ხშირად ისეთი ძლიერია, რომ შენში ვერ დაიტევ, უნდა გადმოსცე, თორემ ვერ გაუძლებ. გადავწყვიტე ამეღო ფუნჯი და ტილოზე გადამეტანა. ხატვა ჩემთვის უდიდესი მედიტაციაა, თან თუ ამას სიყვარულით აკეთებ, ეს უპირველესია, რადგან სიყვარული თუ არ გაქვს ვერ დახატავ, ვერ დაწერ, არ გამოგივა. უბრალოდ ბედნიერი ვერ იქნები და ვერ გააბედნიერებ სხვას. მაქსიმალურად დადებითი ემოციები უნდა შემოუშვა შენში და ასევე გასცე, ესაა მთავარი".
"ნებისბისმიერი ნახატი არის მხატვრის ქვეცნობიერი, აი ზუსტად ამიტომაა საჭირო გქონდეს დადებითი ემოცია, იმ მომენტში მაინც როდესაც ხატავ რომ შემდეგ შენმა ნამუშევარმა ასევე დადებითათ დამუხტოს სხვაც. მაქსიმალურად უნდა ეცადო რომ არ შემოუშვა შენში ცუდი. ჩემი შვილიდან დაწყებული ყველა ადამიანი, რომელსაც ცხოვრების მანძილზე შევხვედრივარ შეიძლება იყოს ჩემი შთაგონების წყარო და თითოეული ემოცია , რომელიც მაკავშირებს მასთან. არ მეგონა, რომ ჩემი ნამუშევრები სხვებსაც მოეწონებოდათ, შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ეს ნახატები გადამეტანა ტანსაცმელზე. ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეგობრებს, უსაყვარლეს ადამიანებს და ასევე არაცვეულებრივ ადამიანს მაცაცო კიკვაძეს, რომელიც ქმნის ამ სამოსს".
"ბრენდის სახელი არის „reality’’, ეს იმიტომ, რომ ბევრი ჩემი ნამუშევარი უკავშირდება დღევანდელ რეალობას. ასევე ნახატების უმრავლესობა არის არარეალური, რომლებშიც მინდა ადამიანებმა თავიანთი რეალობა, თავიანთი თავი დაინახონ, მიიღონ და იცხოვრონ ამით“.
ანი ფერაძე სამომავლოდ უამრავ ღონისძიებასა და გამოფენას გეგმავს. პირველ მაისს, საჯარო ბიბლიოთეკაში გამოფენა იგეგმება, სადაც დიზაინერი უამრავ საინეტერესო ნამუშევარს შემოგთავაზებთ.