ქენდალ ჯენერი კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ამჯერად ის ნიუ-იორკში სეირნობისას შენიშნეს, მას ყოველდღიური, სპორტული სამოსი ამშვენებდა. მან არჩევანი ბრენდ Gallery Dept-ის მაისურზე და Yeezy-ს სპორტულ ფეხსაცმელზე გააკეთა.
ყველაზე გავლენიანი მოდელი ბოლოს პარიზში გველის პრინტიანი შარვლით, ბრენდ The North Face-ის დუტის ქურთუკით და წლევანდელი სეზონის ყველაზე მოდური Longchamp-ის ჩანთით გამოჩნდა. განსაკუთრებული ყურადღება ჩანთამ მიიპყრო, რადგან წლევანდელ სეზონზე ამ ზომის ჩანთები განსაკუთრებულად მოთხოვნადია.
საინტერესოა, კიდევ რამდენი განსხვავებული ჩაცმულობით გაგვაკვირვებს მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი მოდელი.