Victoria's Secret-ის ვეტერანი მოდელი ალესანდრა ამბროსიო მოდის ინდუსტრიაში კვლავ აქტიურადაა ჩართული, მან საუკეთესო მეგობართან და დასთან ერთად ტანსაცმლისა ბრენდი GAL Floripa დაარსა, რომლის ახალი ხაზი 'Created in the Magic Island' სხვადასხვა ფერისა და სტილის საცურაო კოსტიუმებს მოიცავს. ალესანდრამ სწორედ ამ ვნებიანი კოლექციისთვის იპოზიორა და გულშემატკივრებს ფოტოებიც გაუზიარა.
37 წლის მოდელმა ბრაზილიური ბრენდი დასთან ალინა ამბროსიოსთან და საუკეთესო მეგობართან, ჯიზელ კორიასთან ერთად შექმნა.
"საერთო ტანსაცმლის ბრენდის შექმნა ჩვენი ოცნება იყო ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში " - განაცხადა მოდელმა.
ბრენდის სახელი GAL Floripa გოგონების სახელების პირველი ასოებისა (Gisele+ALessandra+ALine) და მათი საყვარელი სანაპიროს სახელის კომბინაციაა.