ჯულია რობერტსი ყველასთვის კარგად ცნობილი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერია, რომელაც პირველად ათეულობით წლის წინ დაიმსახურა საზოგადოების მოწონება და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფიგურაა ჰოლივუდში.
51 წლის ქალბატონს, რომლის გარეგნობასაც გულგრილად ვერავინ აუვლის, მოდის ტენდენციებზეც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, რასაც მის დახვეწილ სტილს უნდა ვუმადლოდეთ.
ამჯერად კი, ჯულიამ მოდის კრიტიკოსები მისი Burberry-ს ორიგინალური დიზაინით შექმნილა ფეხსაცმელმა აალაპარაკა, რომელსაც Vogue-ის გავლენიანმა გამოცემამ სტატიაც კი მიუძღვნა.
აღნიშნული ფეხსაცმლის დიზაინი მსოფლიო ვარსკვლავების საყვარელ რიკარდო ტისკის ეკუთვნის, რომელიც ჯულიას ახლო მეგობარიც გახლავთ, მისი ამ ჩაცმულობით გამოჩენა კი, სავარაუდოდ, მოდაში ახალი ტენდენციის დამკვიდრებას გვიწინასწარმეტყველებს.
აღსანიშნავია, რომ უახლეს ფოტოში ჯულია შედარებით მოკლე თმით ფიგურირებს, როგორც აღმოჩნდა, მსახიობს მოჰბეზრდა ერთი და იგივე ვარცხნილობა, რომელსაც წლების განმავლობაში ასე წარმატებულად იხდენდა და ახალი ექსპერიმენტის შესახებ ინსტაგრამის გამომწერებს შემდეგი ფოტოთიც აუწყა: