2018 წლის 22 დეკემბერს "მის საქართველო 2018-ის" სილამაზის კონკურსის ფინალური ეტაპი შედგა და გამარჯვებული ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი გოგონა - ნინი გოგიჩაიშვილი გახდა.
მოდელი, რომელსაც აქამდეც კარგად იცნობდა საზოგადოება, სოციალური ქსელების მეშვეობით ხშირად გვანებივრებს თვალისმომჭრელი კადრებით, რომლებიც გამოქვეყნებისთანავე ექცევა ფანების ყურადღების ცენტრში.
ხოლო სანამ ნინი სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე გადაღებული კადრებითაც გაგვანებივრებს, მან გადაწყვიტა გამომწერებისთვის მორიგი ფოტო გაეზიარებინა, რომელზეც უმაკიაჟოდ ფიგურირებს.
ფოტომ რამდენიმე საათში მონუსხა სოციალური ქსელის მომხმარებლები, რომლებიც მისდამი კომენტარებს არ იშურებენ და აღნიშნავენ, რომ ნინი ბუნებრივადაც იდეალურად გამოიყურება, რაშიც რთულია მათ არ დაეთანხმო.