2019 წლის 19 თებერვალს, პარიზში, კარლ ლაგერფელდი 85 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მოდის ინდუსტრია თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და გენიოს დიზაინერს გამოეთხოვა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასთან ერთად უამრავი საგულისხმო და ყველასთვის კარგად ცნობილი ციტატა დაგვიტოვა.
„რასაც ვერ ვიტან, საზიზღარი ხალხია. მაგალითად, ადამიანები, რომლებისთვისაც ქალები შეიძლება იყვნენ დაბლები, მაგრამ მამაკაცების შემთხვევაში ეს მიღებული არაა. ამას ვერასოდეს მიიღებენ ნორმად. ისინი ბოროტი ადამიანები არიან“.
„სპორტული შარვალი − მარცხის სიმბოლოა. საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე კონტროლი დაკარგეთ და ამიტომაც იყიდეთ სპორტული შარვალი. თუ მათ ყოველდღე იცვამთ, ესე იგი თქვენს ცხოვრებაში რაღაც ვერაა წესრიგში“.
„მე მოდის ნიმფომანიაკი ვარ, რომელიც ვერაფრით აღწევს ორგაზმს“.
„ჩემი წარმატების მიზეზი სურვილია, ყოველთვის ვიარო წინ და დროს გავუსწრო. შემოქმედება, სამსახური და პირადი ცხოვრება ჩემთვის ერთი მთლიანობაა. ყოველი საკუთარი მიღწევა ჩემი ხელითაა შექმნილი, ამიტომაც ბედნიერი ვარ“.
„სამსახურში ვამპირს ვგავარ − სხვა ადამიანების სისხლს ვწოვ“.
„როცა 4 წლის ვიყავი, დაბადების დღის საჩუქრად დედას ტანსაცმლის საკიდი ვთხოვე“.
„ჩემს საქორწილო კაბებს რეკომენდაციას ვერ გავუწევ − შესაძლოა განქორწინება მიიღოთ“.
„არ მიყვარს, როცა ადამიანები „ძველ, კარგ დროზე საუბრობენ“. ამ დროს მინდა ვუთხრა: დრო კი არაა ძველი, ეს თქვენ ხართ ძველმოდურები. ყველაფერი, რაც რეალურად მნიშვნელოვანია, ახლა ხდება“.
„მე საკუთარ დეკორაციებში ვცხოვრობ, ფარდაჩამოფარებულ სცენაზე, არცერთი მაყურებლით დარბაზში“.