ცნობილი მსახიობი ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე ამალ კლუნი 2014 წლიდან დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ. წყვილს სამეფო ოჯახთან ახლო ურთიერთობა აქვს, შესაბამისად, ისინი ხშირად ესწრებიან მათ მიერ გამართულ ღონისძიებებს. ამჯერად ჯორჯი მეუღლესთან ერთად პრინც ჩარლზის მიერ მოწყობილ წვეულებაზე, ბუკინგემის სასახლეში დაპატიჟეს, რომლისთვისაც ცნობილმა ქალბატონმა ულამაზესი ჩაცმულობა შეარჩია.
41 წლის ადვოკატს ბუკინგემის სასახლეში Jean-Louis Scherrer by stephane rolland-ის 2007 წლის გაზაფხულის კოლექციის დახვეწილი კლასიკური კაბა ეცვა.
პრინც ჩარლზის მიერ მოწყობილი ღონისძიება მის საქველმოქმედო ფონდს ეძღვნებოდა, რომლის ერთ-ერთი დამფინანსებელი სწორედ ამალის მეუღლე ჯორჯ კლუნია.
სულ რამდენიმე კვირის წინ, მეგან მარკლს მეგობრებმა ნიუ-იორკში "Baby Shower"-ის წვეულება მოუწყვეს, რის შემდეგაც სასექსის ჰერცოგინია საკმაოდ ძვირადღირებული, კერძოდ 43 მილიონი დოლარის ღირებულების პირადი ვერტმფრენით დაბრუნდა ბრიტანეთში. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მეგანის მგზავრობა მისმა საყვარელმა მეგობარმა, ამალ კლუნიმ დააფინანსა.