კემბრიჯის ჰერცოგინია უკვე არაერთხელ მოხვდა საზოგადოების კრიტიკის ქარ-ცეცხლში იაფფასიანი ან განმეორებული სამოსის გამო. თუმცა მიუხედავად ამისა, ქეითს რაიმის შეცვლაზე არ უფიქრია, შესაბამისად ის დღემდე რჩება მუდმივი განხილვის თემად. ახალგაზრდა ჰერცოგინია ამჯერად ლონდონის პორტეტების ეროვნულ გალერეაში გამართულ გალა საღამოს ესტუმრა, სადაც 2017 წლის BAFTA-ს დაჯილდოებისთვის შერცეული კაბა ეცვა.
კაბა იგივეა თუმცაღა მისი სახელოს ფორმა შეცვლილია, რადგან ჩაცმულობის 2 წლისწინანდელ ვერსია უფრო მეტად აჩენდა ქეითის სხეულის ზედა ნაწილს, ახლა კი ის ბევრად უფრო მოკრძალებულია.
ქეითის საღამოს კაბა Alexander McQueen 2016 წლის ზაფხულის კოლექციიდან გახლავთ.
BAFTA 2017
აღსანიშნავია, რომ წვეულებას ქეით მიდლტონის გარდა ცნობილი მოდელები - ნაომი კემპბელი და ქეით მოსი ესწრებოდნენ. ღონისძიების საპატიო სტუმრების სიაში ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი და დიზაინერი ვიქტორია ბექჰემიც მოხვდნენ.