რამდენიმე დღის წინ, რეალითი შოუს ვარსკვლავის - კიმ კარდაშიანის ჩაცმულობამ საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა. ამჯერად მან მეგობრის ქორწილის ცერემონიისთვის Versace-ს გამომწვევი კაბა შეარჩია, რომელმაც ფანების ყურადღება იმთავითვე მიიქცია.
როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული კაბის დიზაინი ჯერ კიდევ 90-იან წლებში შეიქმნა და ის საზოგადოებას თავად ნაომი კემპბელმა წარუდგინა.
თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია უბრალოდ მოდელის მიერ პოდიუმზე მორგებულ სამოსზე და როგორც აღმოჩნდა, კიმი ხშირად ირჩევს სწორედ იმ ტანსაცმელს, რომლის დებიუტიც პოდიუმზე სწორედ ნაომის დამსახურებაა.
თუმცა ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა კიმი პირნათლად იმეორებს იმ ჩაცმულობებსაც რომლებსაც შავი პანტერა საკუთარი სურვილისამებრ ირგებს, თვალი გადავავლოთ ამის დამადასტურებელ ფოტოკადრებს.