12 მარტს ქეით მიდლტონი Henry Fawcett-ის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრს ესტუმრა. ჰერცოგინია აქტიურადაა დაკავებული მოზარდების როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხებით, ამიტომაც მისი ვიზიტები მსგავს დაწესებულებებში ყოველთვის საგულისხმოა.
თუმცა ამ ყველაფრის მნიშვნელობასთან ერთად, არანაკლებ საინტერესო იყო 37 წლის ქეითის გამოჩენა 790 ფუნტი სტერლინგის ღირებულების Gucci-ს პერანგსა და Jigsaw-ს შავ შარვალში.
როგორც წესი, ჰერცოგინია იშვიათად ჩნდება შარვლით, მაგრამ ფაქტია რომ ის მის იდეალურ ფორმებს, კიდევ უფრო მეტ სილამაზეს ჰმატებს.
აღსანიშნავია, რომ მოდის მესვეურების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა იასამნისფერი პერანგი, რომლითაც ჰერცოგინია ბრწყინავდა.
როგორც გაირკვა, ჰერცოგინიამ გადაწყვიტა ის შებრუნებულად მოერგო.
როგორც ბრენდის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ფოტოდან ჩანს პერანგს წესისამებრ ღილები ზურგის მხარეს უნდა ჰქონდეს, ქეითმა კი გადაწყვიტა მისი დიზაინი თავისებურად გადაეკეთებინა.
მისმა ამ საქციელმა საზოგადოების აზრი ორად გაყო, ერთი ნაწილი მიიჩნევს რომ ეს უბრალოდ შემთხვევითობაა, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, ჰერცოგინიას სურს დაამტკიცნოს რომ როცა საქმე მოდას ეხება ექსპერიმენტების უფლება ყველას აქვს, აუცილებელია სამოსი ისე მოირგო როგორც შენთვისაა უფრო კომფორტული.
თუმცა მიუხედავად იმისა, თუ რაზე შეჯერდება საზოგადოება, ფაქტია რომ ჰერცოგინია აღნიშნული სამოსით იდეალურად გამოიყურებოდა და დაწესებულების ბენეფიციარებთან ერთად დრო შესანიშნავადაც გაატარა.