5 წლის სტეფანი ჩაგლარმა მოასწრო ინსტაგრამის ვარსკვლავი გამხდარიყო. ახალგაზრდა მოდის მიმდევარი ცნობილი ადამიანების წითელი ხალიჩის თუ პოდიუმის სამოსს იმეორებს. მან უკვე წარმატებით მოირგო რიანას, მეგან მარკლის თუ პრინცესა ევგენიას იმიჯი. მის მოდურ გადაწყვეტილებებზე პასუხს დედა აგებს. ამისთვის სხვადასხვა მასალას იყენებენ - ქაღალდს, მუყაოს თუ ფოლგას.
"სტეფანის ძალიან მოსწონს ცნობილების მიბაძვა. ჯერ კიდევ 2 წლის იყო, როცა პირველი ფოტოსესია მოვაწყვეთ. მას რიანას კაბა მოეწონა და გადავწყვიტე მისი მსგავსი შემექმნა. მისი ბედნიერებით მეც გავბედნიერდი და გადავწყვიტე ეს საქმე გამეგრძელებინა" - ყვება სტეფანის დედა, ალი.
სტეფანი დედას აქტიურად ეხმარება. მისთვის მნიშვნელოვანია მისი სამოსი მაქსიმალურად ჰგავდეს ორიგინალს. ფოტოსესიებსაც სრული პროფესიონალიზმით ერგება.
ალი და სტეფანი ანტალიაში ცხოვრობენ.
ინსტაგრამი: @seasunstefunny