ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ანჯელინა ჯოლის თვალისმომჭრელ ჩაცმულობას განვიხილავდით, "Dumbo"-ს პრემიერის წითელ ხალიჩაზე ევა გრინი გამოჩნდა. ფრანგი მსახიობის ჩაცმულობა ყველასაგან გამორჩეული იყო, რის გამოც მან განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.
ტიმ ბარტონის ახალი ფილმის "Dumbo"-ს მთავარი გმირი – ევა გრინი პრემიერაზე Iris van Herpen-ს კაბით გამოჩნდა, რომელიც 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან გახლავთ. ცნობილმა ჰოლანდიელმა დიზაინერმა ახალი კოლექციის შესაქმნელად 3D-პრინტერი გამოიყენა, რომლით დამზადებული სამოსიც ოპტიკურ ილუზიას შეგიქმნით.
მსახიობმა Iris van Herpen-ის ორიგინალურ კაბას Jimmy Choo-ს შავი მაღალქუსლიანი სანდლები და Bvlgari-ს ბეჭდები შეუხამა.
38 წლის მსახიობის ექსტრავაგანტული იმიჯი წითელი ფერის ტუჩსაცხმა კიდევ უფრო მეტად დაამშვენა.